• გარანტია გულისხმობს საქართველოს კანონით ,, მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ” გათვალისწინებულ პირობას მასზედ, რომ უზრუნველყოს ჩვეული გამოყენებისთვის ვარგისი, ნივთობრივად უნაკლო საქონლის მიწოდება, ქარხნული წუნის გარეშე. აღნიშნული გულისხმობს ქარხნული წუნის მქონე მოწყობილობის უსასყიდლო შეკეთებას ან შეცვლას – სრული გარანტიის პერიოდში – 3( სამი ) წელი ,
*თუ ნივთი დაზიანებულია მომხმარებლის ბრალეულობის მიერ და არ არის ქარხნული წუნი ,სერვისის სრულ ხარჯებს ანაზღაურებს მომხმარებელი /მათ შორის ტრანსპორტირების და შეკეთების სრულ ხარჯს.
*მომხმარებელს უფლება აქვს, მოვაჭრეს მოსთხოვოს ნაკლის აღმოფხვრის მიზნით საქონლის მიტანის შემთხვევაში ან და მაღაზიაში პროდუქციის შემოწმება/გახსნა , რათა დარწმუნდეს მის უნაკლობაში.
• საგარანტიო ნივთის შეკეთება ან შეცვლა უნდა მოხდეს შესაკეთებელი მოწყობილობის მომსახურე სერვის ცენტრში, ი,მ ,,გელა მღებრიშვილი,, ტელეფონი 577142050
*პროდუქციის შეცვლა ხდება მხოლოდ ქარხნული წუნის შემთხვევაში ავტორიზებული სერვის ცენტრის დასკვნის საფუძველზე
*საგარანტიო პირობა ითვალისწინებს-პრობლემის დაფიქსირებიდან ადგილზე მისვლას 5 სამუშაო დღეში,
*ნივთის შეკეთება ხდება სერვისის გამოძახებიდან 30 სამუშაო დღის განმავლობაში, თუ გადაცილდა ნივთის შეკეთება 30 სამუშაო დღეს კომპანია ვალდებულია დასკვნის საფუძველზე შეუცვალოს ნივთი მომხმარებელს